აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჰამასი“ ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
15 ნოემბერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ.
„არსებობს გარემოება, როდესაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილია პირველი სამხედრო დანაშაული იმით, რომ მათი [სამხედრო] შტაბი, მათი სამხედროები საავადმყოფოს ქვეშ განათავსეს. და ეს ფაქტია. ასეც მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.