logo_geo
eng_logo
ანტისაომარი მოწოდებებისთვის მხატვარ საშა სკოჩილენკოს რუსეთში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- +

16 ნოემბერი. 2023. 18:41

 

 

სანკტ-პეტერბურგში მხატვარ ალექსანდრა (საშა) სკოჩილენკოს ე.წ. რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ფეიკებისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაზში მყოფთა ნაწილმა დაიწყო ყვირილი „სირცხვილია!“.

 

საშა სკოჩილენკო კერძოდ იმაშია ბრალდებული, რომ მაღაზიაში ფასების აღმნიშვნელი ფურცლები უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობით და ომის შეჩერების მოწოდებებით შეცვალა. ბრალდების მხარე მისთვის 8-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

 

„ეს იმდენად საოცარი საქმეა, რომ საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელი, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა, მის დასრულებამდე სამსახურიდან წავიდა. ჩემთან საუბარში მან თქვა - მე საგამოძიებო კომიტეტში სამუშაოდ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ასეთი საქმეები გამოვიძიო. მე ვფიქრობ, რომ პროკურორიც იმისთვის მივიდა პროკურატურაში სამუშაოდ, რომ ნამდვილი დამნაშავეები დასაჯოს - მკვლელები, მოძალადეები. მაგრამ ჩემნაირი საქმეები დღეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა სასამართლოზე საშა სკოჩილენკომ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner