"ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას,"- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რეკომენდაციები არ არის სავალდებულო. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ვერავის, მაგრამ ამ რეკომენდაციებში ვუთითებთ ე.წ. წითელ ხაზებს. ეს რეკომენდაციები, ძველიც, ახალიც და მომავალში რასაც გავცემთ, არის პროცესი და ეს რეფორმებიც, რაც ხორციელდება, უნდა დავინახოთ, როგორც ერთი მთლიანობა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.