"ჩვენი დანიშნულებაა, საქართველოს ვაჩვენოთ ერთგულება გზაზე, რომელსაც საქართველო გადის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით," - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები არის მინიშნებები, ასევე წითელი ხაზებიც არის მოცემული, თუმცა როგორ აირჩევს საქართველო რეკომენდაციების შესრულების გზებს, ეს მისი გადასაწყვეტია.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი და ჩვენი დანიშნულება არ არის, ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ დიალოგის გზით, საქართველოსთან ერთად ვიმოგზაუროთ ამ გზაზე. ყველა საუბარში, რომელიც გვქონდა პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, აღვნიშნეთ ჩვენი მილოცვა იმის გამო, რომ საქართველო მომავალში კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის წევრობას, – განაცხადა მაიკლ ფრენდომ.