logo_geo
eng_logo
გიორგი შარკოვი: ახალ თანამედროვე სტანდარტების მეტროს ვაგონიდან ვაგონში გადასვლა შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, ეს გაზრდის ტევადობას
- +

16 ნოემბერი. 2023. 20:55

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა გიორგი შარკოვმა „ქრონიკასთან“ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

 

„უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა. ჩვენი გეგმის მიხედვით, რაც გვინდა რომ მივიღოთ, 2025 წლის ბოლოს ორი შემადგენლობა რომ შემოვიდეს ოთხვაგონიანი. [თანამედროვე სტანდარტების მეტროს] ვაგონიდან ვაგონში გადასვლა შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, ეს გაზრდის ტევადობას. ჩვენს ბაქნებზე ეტევა 5 ვაგონი, სამწუხაროდ სხვა ფართი არ გვაქვს, რომ მეტი ვაგონი დავამატოთ“, - აღნიშნა შარკოვმა.

 

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც მოხდება 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა. აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner