ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადის.
"ოპერაცია გრძელდება და ტარდება ზუსტი, შერჩევითი, მაგრამ ძალიან მტკიცე წესით", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
იოავ გალანტის თქმით, "ცაჰალმა" დაასრულა ქალაქ ღაზის დასავლეთ ნაწილის აღება.