ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი განზრახ უგულებელყოფს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში არსებულ ხარვეზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.
"სანქციებს ისეთი დიდი ხარვეზები აქვს, რომ ეფექტურად არ მუშაობს", - აღნიშნა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა.
"ზოგჯერ შთაბეჭდილება რჩება, რომ ქვეყნები ატარებენ ბიზნესზე და არა ღირებულებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას", - განაცხადა მან და ევროკავშირს სანქციების უკეთესი აღსრულების მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდა.