logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოქმის კენჭისყრა გადადო
- +

16 ნოემბერი. 2023. 22:50

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოქმის კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

კომისიის თავმჯდომარემ, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პარლამენტის კომისია შემდგომ განხილვებს გამართავს და შესაძლოა კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს.

 

 

"იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა დეპუტატმა დაამტკიცოს შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ისინი სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი. ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს კომისიის [მომავალ] სხდომაზე", - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner