logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: პატრიარქმა სამართლიანად აღნიშნა ხელისუფლების წვლილი ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებაში. ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და თუ გავერთიანდებით, საქართველო ისე წინ წავა, ვერ იცნობთ
- +

17 ნოემბერი. 2023. 00:38

ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი Live“ ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის გამოხმაურებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც ამ მიღწევაში ხელისუფლების წვლილი აღნიშნა, რითაც ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა.

 

 

მეუფე იაკობი თვლის, რომ პატრიარქის განცხადება აბსოლუტურად სამართლიანი იყო.

 

 

„როდესაც ქართველ ხალხზეა საუბარი, ქართველ ხალხში შედის როგორც ხელისუფლება, ისევე ოპოზიცია და მოსახლეობაც. ყველა ერთად ვართ, ამიტომ ჩვენ ყველას მოგვცეს [პოზიტიური შეფასება]. პატრიარქმა რაც გააკეთა, აბსოლუტურად სამართლიანად გააკეთა [განცხადებაში აღნიშნა ხელისუფლების წვლილი ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებაში]. ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, შეიძლება ბევრმა ვერ იგრძნო, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და თუ ქართველები გავერთიანდებით, საქართველო ისე წინ წავა, ვერ იცნობთ. ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის მიღების ვადებშიც გავასწრებთ უკრაინას და სხვა დანარჩენ ქვეყნებს“, - აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.

 

 

მეუფემ განაცხადა, რომ დღეს რომ ოპოზიცია ყოფილიყო ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებდნენ მხოლოდ თანამდებობის შესანარჩუნებლად და არა ქვეყნის სასიკეთოდ.

 

 

„უკრაინას ძალიან უჭირს, მაგრამ ომი რომ დაიწყო - უკრაინა, უკრაინა იძახეს [ოპოზიციამ]. საქართველო არ გიყვარს და უკრაინას როგორ შეიყვარებ?! თუ შენი დედა არ გიყვარს, სხვის დედას ხომ არ შეიყვარებ, არა?! ეგენი [ოპოზიცია] სკამის გამო ყველაფერს გააკეთებენ. ხელისუფლებაში რომ იყვნენ, როგორ ფიქრობთ, რამე სასიკეთოს გააკეთებდნენ ქვეყნისთვის?! რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. რაც დავიბადე, პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამდენი წელი გაძლო და მიხვდა, რომ მონური მორჩილება არ შეიძლება. საქართველომ დღეს თავის ადგილი იპოვა და სხვათა შორის ჩინეთთან დადებულმა სტრატეგიულმა ხელშეკრულებამაც გამოაფხიზლა სხვა მხარეც. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩაიდება გინდ ამერიკიდან, გინდ ევროკავშირიდან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner