logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე
- +

17 ნოემბერი. 2023. 10:05

 

 

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემ დანიელ კოლეგასთან, რომელთანაც ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დანიის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორედ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ვესტუმრე დანიას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც აქვს ქვეყანას“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფებოდა. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლარს ლოკე რასმუსენთან, ასევე პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner