logo_geo
eng_logo
ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ქართლის ქარის ელექტროსადგური დაათვალიერეს
- +

17 ნოემბერი. 2023. 10:48

 

 

საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ და პირადად გაეცნენ ელექტროსადგურის ინფრასტურუქტურას და მისი მუშაობის პროცესს.

 

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ევროკომისარმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს. როგორც მათ აღნიშნეს, პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ კი განახლებადი ენერგიების სექტორში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.

 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი 2016 წელს ევროკავშირის ფინანსური  მხარდაჭერით განხორციელდა, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ; გამომუშავება კი 84.1 მლნ. კვტ/სთ-ს შეადგენს. ის რეგიონში პირველი ამ ტიპის პროექტია.

 

დღეს მხარეების მიერ როგორც შეხვედრისას, ისე პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმულ იქნა, რომ განახლებადი ენერგიების განვითარების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული და პერსპექტიული მიმართულებაა და  მომავალშიც გაგრძელდება კონკრეტული პროექტების სახით.

 

კადრი სიმსონმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, მნიშვნელოვანია და საჭირო საქართველოში განახლებადი ენერგიების სექტორში, კერძოდ კი ქარისა და მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ხორციელდებოდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner