„გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ კონკრეტული პროგრესისა და წარმატებული საქმეების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
"პირველად არ გვესმის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ისტორიული მნიშვნელობის საქმეებს, თუნდაც სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების მაგალითზე" - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს ელოდებიან. რატი ბრეგაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, ასევე, უპასუხებს მათ შეკითხვებს.