საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები დასრულდა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის შეფასებით, განხილვებმა, ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო ნათელი გახადა.
"განხილვებმა შესაძლებელი გახადა, მათთვის უფრო ნათელი გამხდარიყო ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რაც ამ კანონპროექტებით არის დადგენილი. შესაბამისად, მათი მხრიდან გამოთქმული იქნა კონკრეტული პოზიციები, ასევე დასმული იქნა სხვადასხვა კითხვები, რომელზეც მათ არგუმენტირებული, ამომწურავი პასუხი მიიღეს" - განაცხადა მიქანაძემ.