“ვიოლა ფონ კრამონს რატომ ჰგონია, რომ აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში მასშტაბური აქციები, ამაზე მე რიტორიკულად დავსვამდი კითხვას, მაგრამ იქნებ მედიამ ჰკითხოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს?”, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.
„ასევე მინდა ვუთხრა მის მეკავშირეებს საქართველოში ოპოზიციის სახით, რომ არ შეიძლება, ოპოზიციის დღის წესრიგს მოერგოს მთელი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკა და ჩვენი ქალაქის გაუმჯობესების, გალამაზების გეგმები დაკავშირებული იყოს იმასთან, ოპოზიციას რამდენად აწყობს ეს კონკრეტულ ვითარებაში და რამდენად - არა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უკან პოლიტიკურ მიზანს ხედავს.