„აშშ-თვის და მისი მოკავშირებისთვის, 11 სექტემბრის ტერაქტი მხოლოდ "სილის გაწვნა" იყო",- ნათქვამია ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ლიდერის, აიმან აზ-ზავაჰირი ვიდეომიმართვაში, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა.
20-წუთიან ვიდეო მიმართვაში "ალ-ქაიდას" ლიდერი, მხარდამჭერებს აშშ-სა და მისი მოკავშირეების თავდასხმისაკენ მოუწოდებს. აზ-ზავაჰირი იმუქრება, რომ "თუ აშშ არ შეწყვეტს თავის მოქმედებებს, 11 სექტემბერი ათასჯერ განმეორდება".
„ამ დღეებში ჩვენ ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და პენსილვანიაში განხორციელებული დიდებული თავდასხმის 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ",- აცხადებს აიმან აზ-ზავაჰირი.