დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი – რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლთა „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
„დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს“, – წერია სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ გვერდზე.