„რომელ „ღირსებაზეა“ საუბარი ამ განცხადების შემდეგ, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში, რომელ „თავისუფლებაზე“. ან რა „განვითარებაა“ იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილიც აიტანს ამ უ-ნამუსობას, ავიტანთ მას ჩვენც. უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ თუნდაც ყოფილ „პრეზიდენტებს“ უფალთან გარდაუვალი ანგარიშგების ვალდებულება არ შეეხება - თამამი და საბედისწერო შეცდომაა.
„სამედიცინო პრაქტიკაში ნამუსის გადანერგვა რომ შეიძლებოდეს, მისი სხეული დონორის ამ სუბსტანციას, რომელიც ადამი-ანს ადამიანად აქცევს, ანუ უფლის ხატად და მსგავსებად - მაინც ვერ მიიღებდა. თუნდაც აი ამ უ-ნამუსო დახასიათების გამო: „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის - დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“ (სალომე ზურაბიშვილი). ეს უ-ნამუსო „პოლიტიკოსი“ დღეს ეგრეთ წოდებულ „პრეზიდენტად“ აი ამ ბანერმა გახადა. ამ ბანერზე ივანიშვილი ჯერ არ იყო „ოლიგარქი“, ვინაიდან ზურაბიშვილის სხეულში ადამი-ანობის განმსაზღვრელი ეს ფუნქცია - სინდისი, ჯერ კიდევ ასრულებდა ზეცისკენ მიმართული სანამუსო ვერტიკალის დანიშნულებას. დროთა განმავლობაში ვერტიკალი ქრებოდა და მისი უ-ნამუსო ინტერესები ჰორიზონტალზე გაიშალა - აგენტოკრატებისაგან მიღებული დავალებების ჭრილში. ივანიშვილიც აიტანს ამ უ-ნამუსობას, ავიტანთ მას ჩვენც. უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ თუნდაც ყოფილ „პრეზიდენტებს“უფალთან გარდაუვალი ანგარიშგების ვალდებულება არ შეეხება - თამამი და საბედისწერო შეცდომაა, რომელიც ამაწუთისოფლისეული პატრონის დავალების ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ არც ერთ „30 ვერცხლად“ არ უნდა გიღირდეს... სხვათა შორის - ნამუსთან ერთად, ის სამი ცნებაც: „ღირსება, თავისუფლება, განვითარება“, ავტომატურად ქრება ხოლმე. რომელ „ღირსებაზეა“ საუბარი ამ განცხადების შემდეგ, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში - რომელ „თავისუფლებაზე“. ან რა „განვითარებაა“ იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს. თუმცა, „იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ" (მეორე პეტრე 2:22)“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.