logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
- +

17 ნოემბერი. 2023. 14:26

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივა, რომლის მიზანია ეროვნული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონმდებლობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული და არაეთიკური ჩანაწერების აღმოფხვრა.

 

ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ბაზის გაწმენდას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული და არაეთიკური ჩანაწერებისგან.  ამ ჭრილში, მნიშვნელოვანია ინფორმირებული თანხმობის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის სტანდარტთან მოვა შესაბამისობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და  მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. ჩვენ გვსურს, რომ  კანონმდებლობა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები, მთლიანად იყოს მოწესრიგებული და გაჯერებული  კონვენციური სტანდარტის ტერმინოლოგიებითა და მიდგომით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner