საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა. ტირანაში ქართველი კალათბურთელები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 84-64 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ 20 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი დააგროვა. ასევე აღსანიშნავია თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი, რომელმაც მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა და 12 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი მიითვალა.
14 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ შემდეგ მატჩს გამართავს.