logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე პრეზიდენტზე: სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის მარიონეტებზე უარესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჭაობის ბინადარია
- +

17 ნოემბერი. 2023. 13:54

 

 

საკმაოდ მახინჯი ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში - ვინც კი მმართველ გუნდს უღალატა, ყველა უნამუსოდ იწყებს ბიძინა ივანიშვილის "მტაცებლურ ოლიგარქობაზე" საუბარს. მათი მდაბიო ე.წ. ლოგიკით სანამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჰქონდათ ივანიშვილი არ "ოლიგარქობდა" და იყო უპრეცედენტო მეცენატი, შემდეგ კი უცებ გარდაისახა“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის იმ ოლიგარქად მოხსენიებას, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რუსეთის დამარცხება და წინასწარ ცდილობს მოერგოს რუსეთის გამარჯვებას.

 

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის მარიონეტებზე უარესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჭაობის ბინადარია.

 

საკმაოდ მახინჯი ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში - ვინც კი მმართველ გუნდს უღალატა, ყველა უნამუსოდ იწყებს ბიძინა ივანიშვილის "მტაცებლურ ოლიგარქობაზე" საუბარს. მათი მდაბიო ე.წ. ლოგიკით სანამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჰქონდათ ივანიშვილი არ "ოლიგარქობდა" და იყო უპრეცედენტო მეცენატი, შემდეგ კი უცებ გარდაისახა.

 

არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინაა უგვანო ნაცოპოზიციის 'მესიჯბოქსის' გამხომავანებელი - კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, ურეიტინგობაში მასთან გათანაბრებული, "ნაცმოძრაობის" გამო თანამდებობიდან გაქცეული გიორგი გახარია თუ სხვანი.

 

"ვეტერანი" რევანშისტების მსგავსად, ამ ნულოვან "პოლიტიკოსებს" მიაჩნიათ, რომ 2024-ში არჩევნებში რაიმე ხელშესახებ შედეგებს მოიპოვებენ.

 

მადამ არაადეკვატური ზურაბიშვილის მორიგ სამარცხვინო განცხადებებზე კი კვლავ გავიმეორებ - სააკაშვილის მარიონეტებზე უარეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჭაობის ბინადარია.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner