„სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს.
„სალომე ზურაბიშვილი იმ დონეზე არის დაცემული, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი რეალურად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. მისი ეს განცხადებები ძალიან ჰგავს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის განცხადებებს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ თავისი ფორმალური პრეზიდენტობის ბოლოო თვეებს ითვლის და შესაბამისად, გადასულია ისეთ აბსურდში და ისეთ გაბოროტებულ მდგომარეობაში არის, რომ ცდილობს, გარშემო ყველა დააზიანოს და გასვაროს. ეს არის ძალიან ბინძური მოქმედება მისი მხრიდან“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.