logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: პენიტენციურ სისტემაში მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომაა
- +

17 ნოემბერი. 2023. 15:51

 

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას რუსთავში მიმდინარე ახალი დაწესებულების მშენებლობის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პენიტენციურ სისტემაში  მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა  ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომაა.

 

„რუსთავში დავიწყეთ ახალი, მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც გათვლილია 150 პატიმარზე. მოგეხსენებათ, რომ მცირე ზომის დაწესებულებები, ვინც, რა თქმა უნდა, ამ სისტემას იცნობთ, იცით, რომ მცირე ზომის დაწესებულება არის სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომები, იმიტომ, რომ აქ უფრო მაღალ დონეზე არის შესაძლებელი ადამიანის უფლებების დაცვა და, ასევე, მისი მართვა არის ბევრად უფრო მეტად ეფექტიანი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ  პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner