logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: პენიტენციური სისტემის თანამშრომლები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში იმყოფებიან, უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით
- +

17 ნოემბერი. 2023. 16:50

 

 

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სისტემის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტულია. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა დაინერგა და 24-საათიან ცვლაში მომუშავენი უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით.

 

„ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე და მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ დავიწყეთ კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში თანამშრომლები უკვე უზრუნველყოფილნი არის სამჯერადი კვებით – ვგულისხმობთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც არიან სამორიგეო ცვლაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში  მინისტრის საათის  ფორმატში გამოსვლისას.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები კი, დღის განმავლობაში უფასო კვებით ერთჯერადად არიან უზრუნველყოფილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner