BBC-ის ინფორმაციით, ტანზანიაში 5,7-მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 და დაშავებულია 192 ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი უგანდისა და რუანდის საზღვართან, ვიქტორიის ტბის მახლობლად მდებარეობდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქ ბუკობა, სადაც დანგრეულია უამრავი შენობა. ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
მაშველების ინფორმაციით, ადგილობრივი საავადმყოფოები სავსეა დაშავებულებით. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.