logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს, დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი
- +

17 ნოემბერი. 2023. 18:01

 

 

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიების სრულყოფისათვის ახორციელებს.

 

ბრეგაძის თქმით, დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი.

 

„რაც შეეხება გარდაცვალების ასახვას ბაზებში, ეს ხდება ოჯახის ან შესაბამისი უწყების შეტყობინების საფუძველზე და აღნიშნული ბაზები ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, ჩვენ პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს, 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან ამოირიცხა 15 000 პირი და დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner