logo_geo
eng_logo
რეგვენომეტრი და ცოტა სხვა ამბებიც
- +

17 ნოემბერი. 2023. 19:42

 

 

ჩემი საქმე პოლიტიკური ანალიზია. სახელებსა და გვარებს მხოლოდ იმ აუცილებლობიდან გამომდინარე გამოვამზეურებ ხოლმე, პოლიტიკურ დასკვნებს მეტი დამაჯერებლობა რომ შევძინო. მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველა შემთხვევას აქვს თავისი გამონაკლისი... გია ბარამიძეზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა...

 

ნაცარხების პიარ-ტექნოლოგების სამიზნე აუდიტორია რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

 

ა) სხვადასხვა ხარისხისა და შინაარსის დანაშაულითა და კომპრომატით დატვირთული ყოფილი სახელისუფლო კასტა, თავისი საცეცებით (სააკაშვილ-კეზერაშვილებიდან წერეთელ-ხაზარაძეებამდე);

 

ბ) ბობოლა „ვიგოდნიკები“, ანუ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც იმედი აქვთ, რომ დროის უკან დაბრუნებამ დიდი პირადი სარგებელი შეიძლება მოუტანოთ (სამადაშვილები, უსუფაშვილები, სანიკიძეეები, გოცირიძეები,..);

 

გ) საშუალო დონის „ვიგოდნიკები“, ანუ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც იმედი აქვთ, რომ დროის უკან დაბრუნებამ გარკვეული პირადი სარგებელი შეიძლება მოუტანოთ (პრობერძენიშვილ-პროჭიაბერაშვილური ტიპაჟები);

 

დ) დაბალი ხარისხის „ვიგოდნიკები“, ანუ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც სხვა „პრასვეტი“ არა აქვთ და „მე იქ ვიდექის“ ძახილით შეიძლება რაღაცას გამოჰკრან ხელი (სტატისტებით დაწყებული და „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელებით დამთავრებული);

 

ე) წინა კატეგორიის ოდნავ მაღალი „კლასი“, რომელსაც განეკუთვნებიან „დასავლეთისთვის“ კედელზე თავით დამჯახებლების („ხაბესმაგვარები“); „პროდასავლურად“ „პა სიტუაციი“ ჩამხდელების (ამა თუ იმ პროჯაფარიძისტების გარდა, ის „პროდასავლელი“ პრომიშისტ-პროგიულისტებიც იგულისხმებიან, რომელთა პერსონიფიცირების უფლებას, საჯარო ფორმატში, თავს ვერ მივცემ); „პროდასავლურად“ ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანების ჯგუფები (ხოშტარიები, ბოკუჩავა-ნაცვლიშვილები, ხიდაშელ-ლომჯარია-გიგაურები, გახარია-ბუჩუკურები და მრავალი სხვა);

 

ვ) „ბოღმები“, ანუ ადამიანები, რომლებსაც სძულთ ყველა მათზე წარმატებული, ან რომლებიც, უბრალოდ, ნეგატივით იკვებებიან;  

 

ზ) ჩვეულებრივი, ანუ რიგითი ნაც-სექტანტები, რომელთაც „სწამთ“ და „სჯერათ“, რომ მკვლელობები, წამებები, „კასტილიანები“, „ღამის ნოტარიუსები“, ქართული მიწების ცუდი და კარგი მეზობლებისთვის გადაბარებები... ანუ ყველა სისტემური და მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედება, რასაც „მიშა მაგარია“ სჩადიოდა - „ეგრე იყო საჭირო“;

 

თ) გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ბოლშევიკური პროლეტკულტის  ნეოლიბერალური ნაც-ანალოგის ქოლგის ქვეშ შეყუჟულ „მწერალთა“ და „ხელოვანთა“ კასტა (გვარებს შეგნებულად არ ჩამოვთვლი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ა დ ა მ ი ა ნ ს ასეთი რა უნდა გადაგიხადონ, „მუზების მსახური“ მწამებლების რუპორი რომ გახდე?)

 

ი) სამიზნე აუდიტორიის ნაწილად ჯერ კიდევ მოიაზრებიან ე.წ. „ფუნიკულიორიდან გამოქანებულები“, ნიკანორ მელიას ჯგუფის სახით.

 

(ზემოთ, ყველგან, ლამაზი სიტყვა - „ადამიანები“ - მხოლოდ ბიოლოგიური შინაარსის მატარებელი დეფინიციაა და „ადამიანურობას“ არამც და არამც არ გულისხმობს).

 

ჩამოთვლილი კატეგორიების თითოეულმა წარმომადგენელმა იცის, რომ ნაცარხების პიარ-ტექნოლოგების მიერ მიწოდებული მესიჯები, როგორი აბსურდულიც არ უნდა ჩანდეს, რევიზიის გარეშე უნდა ატრიალონ ყველანაირ კონტექსტში. მათ უმრავლესობას („ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“ კატეგორიის წარმომადგენლებს), რასაკვირველია, არ სჯერა, რომ მაგალითად, ევროკავშირმა „ქართულ ოცნებას“ სტატუსი „ძალით შეტენა“, რათა „გადაერჩინა“ საქართველოს მოსახლეობის „ევროპული მისწრაფებები“. „დ“, „ვ“ და „ზ“ კატეგორიის წარმომადგენლებს საერთოდ არ აინტერესებთ (ცალ ფეხზე ჰკიდიათ), სად არის სიმართლე და სად ტყუილი. უბრალოდ, იციან, რომ „ასეა საჭირო“ და... მივედით იმ გამონაკლის და განუმეორებელ შემთხვევასთან, მე ვიტყოდი - ფენომენთან, რომლის სახელიც გია ბარამიძეა.

 

გია ბარამიძე ერთადერთია(!)... ვიმეორებ - ერთ-ად-ერთ-ი-ა(!!!) ნაცმავნებლების იმ ხუთას ათას(?) მხარდამჭერში, რომელსაც სწამს და სჯერა (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე), რომ „ასეა საჭირო“ იმიტომ, რომ... „მართლა ასეა“(!). აშკარაა, ამ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური რეგვენისთვის, „საჭირო“ მესიჯის შინაარსზე დაფიქრების სურვილიც კი „ღალატის ნიშნებს შეიცავს“(!).

 

თბილისის ქუჩებში, ალბათ, ბევრი მობარამიძო და წაუბარამიძო დადის, მაგრამ „ხელში ასანთით“?.. ოცდამეერთე საუკუნის ვარლამ არავიძის თვითაღიარებული „ექვსიანის“ ადეკვატურობის ხარისხის განსაზღვრაში, მოდით, უფრო ღრმად წავიდეთ. ვფიქრობ, და ამ პოზიციას ყველგან დავიცავ, რომ „სპორტის აღნიშნულ სახეობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული, ლევან ხაბეიშვილიც კი, ორჯერ თუ არა, ერთნახევარჯერ უფრო დალაგებულად გამოიყურება.

 

მეგობრებო, აქ უნდა გავჩერდე, რადგან მყისიერად ვიგრძენი, რომ სიღრმეში წასვლა სახიფათო ზონაში შეგვიყვანს. მაგალითად, ბარამიძეს სწამს და სჯერა (აქაც ბრჭყალების გარეშე), რომ სვანეთში ტანკებითა და ვერტმფრენებით ჩატარებული ოპერაცია მაგარი „ხოდი“ იყო და რომ ადამიანური მსხვერპლი და სხვა უმძიმესი შედეგები მართლმსაჯულების ზეიმად უნდა ფასდებოდეს. ეგ კი არა, ისიც სწამს და სჯერა ამ მარად „ბერმუხას“, ანუ „დუბს“, რომ „მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის“ მიერ აღნიშნულზე პასუხისმგებლობის აღება ამ მასშტაბურობის დემონსტრირება და უფრო მეტიც, ზევაჟკაცობა და ზეგმირობა იყო და ალბათ, ცოტა გულიც სწყდება, რომ „გამარჯვებულის პედესტალზე“ ორისთვის საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა...

 

მოკლედ მოვჭრი - სირეგვენე ინდულგენცია არ არის! დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს... მაგრამ... ეს უბედურ დღეზე გაჩენილი, ნორმალური დამნაშავეების ციხისთვის ძალიან მეცოდება და რა ვქნა?..

 

ისევ ძირითად თემას დავუბრუნდები - თუ შევადგენთ არაადეკვატურობის ხარისხის განმსაზღვრელ სკალას, ერთგვარ რეგვენომეტრს, ჩემი ღრმა რწმენით, ათვლის წერტილი, ანუ ნული „გიაბარამიძედ“ უნდა იწოდებოდეს (შემოკლებით - „ბარ“) და უნდა წარმოებდეს უკუათვლა. მაგალითად, როდესაც ვიტყვით, „ხაბე“ უდრის 1,5 ბარს, ხოლო „ჭიჭე“ ან „პატა“ 2 ბარს, ეს ნიშნავს, რომ ხაბეიშვილი ბარამიძეზე 1,5-ჯერ, ვაშაძე და მანჯგალაძე კი 2-ჯერ უფრო ადეკვატურები არიან და ა.შ.

 

სათქმელი ბევრია, მაგრამ ისედაც ვრცელი ნაშრომი გამოვიდა. სადმე უნდა დაისვას წერტილი. გრიგოლ რობაქიძის „სტალინის“ შემდეგ, მსგავსი პატივი ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს არ რგებია... მიხარია, რომ მე ეს შევძელი... ჰმ... ვაი, ბედკრულო საქართველო, ამდენ შიდა თუ გარე აგენტ-მავნებლებთან ერთად, ამდენი რეგვენის გაძლებაც რომ გიწევს...

 

ბიძინა  დვალი

17.11.2023 წ.                        

 

P.S. შალვას, ბაჩოს და გურის მინდა მკაცრი მოთხოვნის ფორმით მივმართო - „შუქურას“ შუშისთვალება „შნირის“ „ნააზრევებს“ როცა გამოფენთ ხოლმე, შეფასებაში, ხომ შეიძლება, ფართოდ გავრცელებული „კომენტარის გარეშეთი“ შემოიფარგლოთ? გაიგეთ - იშვიათი ეგზემპლარია, გამონაკლისია! მოთხოვნის გასამყარებლად, გაგახსენებთ ერთი „საინტერესო გამომეტყველების“ პერსონაჟის ცხოვრებით ნაკარნახევ შეგონებას პოპულარული კომედიური ფილმიდან - „გრეშნო იზძევატსა ნად ბალნიმი“.  

 

თქვენ მიერ „რენდგენში“ ათასგზის გატარებულ „მადამ დე პამპადურთან“ დაკავშირებით ხომ არ გთხოვთ, არა, იმავე ფილმის კოლორიტული პერსონაჟის საუკუნის მიგნებით - „ჟენშჩინა დრუგ ჩელავეკათი“ - იხელმძღვანელეთ-მეთქი?

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner