logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი იუსტიციის მინისტრს: თქვენ გახდით ძალიან უსამართლო შემოტევის ადრესატი და მინდა გითხრათ, რომ ღირსებითა და სამართლიანად გაიარეთ ეს პერიოდი
- +

17 ნოემბერი. 2023. 20:16

"თუ იტყვით, რომ სააკაშვილის ვითომ შიმშილობა, შიმშილობაა და ეს იმიტომ ხდებოდა რომ რამეს აპროტესტებდა სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არა, ეს იყო ფარსი, ჩვეულებრივი პროექტი, როგორ გამოეყვანათ სააკაშვილი მალე ციხიდან. ამ პირობით მოხდა ალბათ, კონტეინერით მისი შემოპარვა. აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და იღებს სამართლებრივ და სამართლიან გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

 

 

დავით მათიკაშვილმა სხდომაზე მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძე ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს ღირსეულად უმკლავდებოდა.

 

 

„2020 წლიდან დღემდე, თქვენ გახდით, ძალიან ხშირად უსამართლო შემოტევის ადრესატი და მინდა გითხრათ, რომ ღირსებით და სწორად, სამართლიანად გაიარეთ თქვენ ეს პერიოდი. სწორედ ის პოზიცია გეკავათ, რაც იყო ჭეშმარიტად იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიცია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

 


„წამების, ტანჯვის, უსამართლო ბრალდებების ინსტრუმენტიდან უწყება გადაიქცა ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და პროგრესზე, წინსვლაზე ორიენტირებულ სამინისტროდ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner