"იუსტიციის სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც პირდაპირ კორელაციურ კავშირშია ადამიანის უფლებებთან და ყველაზე მგრძნობიარედ ამ სამინისტროს საქმიანობა აისახება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე," - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს.
მერაბ ქვარაიას თქმით, როგორც ჩვენი ქვეყანა ასევე, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს თუ როგორ იღებს მიხეილ სააკაშვილი იმ სერვისებს, რომელზეც 2012 წელს მოსულმა პოლიტიკურმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი იმუშავა.
მისივე თქმით, მოხდა სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის დემონტაჟი და ააშენეს ახალი სისტემა, რომელიც ყველა პატიმარს ამყოფებს იმ სიკეთეების ქვეშ, რომელშიც უნდა იმყოფებოდეს პატიმარი ადამიანთა უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის მქონე ქვეყანაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღესაც მზად არის იყოს ადამიანის უფლების სადარაჯოზე და იმსახურებს ამას პრეზიდენტი სააკაშვილი თუ არ იმსახურებს, უნდა ეგემა მას ის სიმწარე, რომელიც მან მთელ საქართველოს მიაყენა თუ არა - ის დღეს ადამიანის უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს და ყველა ის ფრაზა, რომელიც კრიტიკულად იყო მომართული იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ არის პოპულისტური და არაფრისმთქმელი“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.