ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ცახი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ ბრძოლის დასასრული „ჰამასის“ დასასრული იქნება.
"ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ ამოიძირკვება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო შესაძლებლობები", - აღნიშნა ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ.
"[ისრაელის] უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი შესრულებულია. ეს მხოლოდ დასაწყისია", - დასძინა ცახი ჰანეგბიმ.