logo_geo
eng_logo
აშშ-ის კონგრესი საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ითხოვს
- +

11 სექტემბერი. 2016. 00:05



აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ამერიკის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. კენჭისყრისას რეზოლუციას 440-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი და 6 კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.


რეზოლუციის თანახმად, აშშ, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე იურე და დე ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზებზე.


რეზოლუციის მიღების შემდეგ ამერიკელი კონგრესმენები პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას გაავრცელებენ. როგორც დევიდ პრაისი აღნიშნავს, რეზოლუციის მიღება ნათლად ადასტურებს, რომ კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს კავკასიაში დემოკრატიისა და თვითგამორკვევის გზას.


დემოკრატიის პარტნიორობის პალატასთან" მუშაობისას, თავად დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიული პრინციპების ერთგულია და ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება რეგიონში მოქმედ გარე აგრესორებს, რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ნათელ მომავალს", - აცხადებს კონგრესმენი პრაისი.

 

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პირდაპირი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამასთან, ექსპერტების აზრით, რეზოლუციაში აშკარად ჩანს, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" სუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანია მისი თავდაცვისუნარიანობისა და პრესტიჟისთვის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერაა, ჩანს, რომ საქართველო ამერიკის ინტერესში შედის.


ეს რეზოლუცია, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკის კონგრესი არ არის საქართველოს პარლამენტი ან რუსეთის დუმა. ეს არის მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, რომელის დღის წესრიგი ისეთი გადატვირთულია, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ათობით საკითხი განუხილველი რჩება. ვინაიდან მათ მოიცალეს და საქართველოს თაობაზე იმსჯელეს და მიიღეს რეზოლუცია, ეს ძალიან კარგია.

 

ეს რეზოლუცია უფრო მეტად პოლიტიკური მხარდაჭერაა. ვიღაცამ შესაძლოა თქვას, რომ ამაზე მნიშვნელვანი სამხედრო მხარდაჭერაა, მაგრამ ამის იგნორირება არ შეიძლება. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისათვის, ისე მისი პრესტიჟისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ამერიკის ინტერესთა სფეროში იმყოფება", - განაცხადა ცინცაძემ.


როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ისგან საქართველოს მხარდაჭერა ტრადიციული გახდა. მისივე თქმით, მაშინ, როცა პრორუსული ძალები აცხადებენ, რომ საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის გაგრძელების შემთხვევაში გამორიცხულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.


ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის, რომელიც ბოლო ათწლეულობის განმავლობაში შეერთებული შტატებისგან ტრადიციული გახდა. მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ქვეყანა საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდშია, მათ შორის NATO -სთან და ევროკავშირთან დახლოების კუთხით, ამავე დროს არსებობს გარკვეული გამოწვევები რუსულ ძალასთან დაკავშირებით, ეს რეზოლუცია კონგრესის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.

 

NATO ცდილობს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ცვლილებისთვის გარკვეულწილად მოამზადოს ნიადაგი. მათ შორის ხშირად იყენებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, რასთან დაკავშირებითაც არის მოსაზრება, რომ ამ კონფლიქტების მოგვარების გასაღები მოსკოვში დევს.

 

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პრორუსულ პარტიებში, ხშირად ისმის, რომ საქართველოს წინსვლის გააგრძელება ნატოსა და ევროკავშირისკენ თავისთავად გამორიცხავს ტერიტორიული მთლიანობის უზრველყოფას. ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადებები, რომ დასავლეთი და ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ამასთან დაკავშირებით, არავითარი ორმაგი სტანდარტი არ აქვს, რაც აშშ-ის რეზოლუციაში ნათლად იყო ნათქვამი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებებს შესაძლოა პოლიტიკოსებზე პირდაპირი წესით გავლენა არ ჰქონდეს, პოლიტიკური თვალსაზრისით მათი გაჟღერება საგულისხმოა", - განაცხადა კაკაჩიამ.

 

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ამერიკა ამ კუთხით დიდი ხანია საქართველოსთან თანამშრომლობს. ამერიკის მხარდაჭერით ჩატარებული სამხედრო წვრთნები კი სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

 

ამერიკა სამხედრო დამხარების თვალსაზრისით დიდი ხანია საქარველოსთან თანამშრომლობს. ეს იმ სამხედრო წვრთნებიდან ჩანს, რომელიც საქრთველოში ამერიკის მხარდაჭერით იმართება. თუ ამ რეზოლუციის სულისკვეთებას გავითალისწინებთ, სამხედრო მარდაჭერა გაგრძელდება.

 

მთლიანობაში ეს ქმედება მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების უნარიანობის ამაღლებისკენ, რათა საქარველოს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა შეეძლოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. ასევე რეგიონში შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე, იგი გარკვეული უსაფრთხოების დილემის წინაშე დგას. ასეთ დროს კი აშშ-ის კონგრესის პირდაპირი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა კაკაჩიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner