ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას არ მიაწოდა ის იარაღი, რომელსაც ჯერ კიდევ მიმდინარე წელს შეეძლო უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
უესლი კლარკის თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია არ არის ჩიხში და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს უკიდურესად დინამიური.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისა და პარტნიორების ამოცანაა შეცვალონ სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ და არა პირიქით.
"„არ დავუშვათ უკრაინას წაგება და რუსეთის გამარჯვება“ პოლიტიკის განხორციელებით, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას არ მიაწოდა ის იარაღი, რომელსაც ჯერ კიდევ მიმდინარე წელს შეეძლო უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. მომავალში, უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში დამოკიდებულია არა მხოლოდ უკვე დაპირებული იარაღის მიწოდებაზე, არამედ ბრძოლის ველზე ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოჩენაზეც, რომელიც მოკავშირეებმა შეიძლება უზრუნველყონ ან უკრაინამ დამოუკიდებლად აწარმოოს", - ამბობს ამერიკელი გენერალი.