ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შესაძლოა გადავადდეს. ამის შესახებ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
მისივე განცხადებით, დეკემბრის სამიტზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას „საფრთხე ემუქრება“.
ამის ერთ-ერთ მიზეზად Reuters-ის წყარო ასახელებს უნგრეთის წინააღმდეგობას, რომელიც პოტენციურად ემუქრება ერთსულოვნებას. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, ამ თემას 2024 წლის მარტში მიუბრუნდნენ, როდესაც ევროკომისია წარმოადგენს საკუთარ შეფასებას იმის თაობაზე, შეასრულა თუ არა უკრაინამ დარჩენილი პირობები.
გარდა ამისა, მისივე თქმით, არ არსებობს ერთიანობა უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხზე.
„ლიდერები აცნობიერებენ, რომ ეს საკმაოდ ძვირია“, - აცხადებს Reuters-ის წყარო, რომელიც 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მომზადებაშია ჩართული