logo_geo
eng_logo
ავთანდილ ენუქიძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
- +

18 ნოემბერი. 2023. 00:17

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ტონგ ოპს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კორეასა და საქართველოს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებზე იმსჯელეს.

 

 

ავთანდილ ენუქიძემ დიპლომატს ერთობლივი ქართულ-კორეული ბიზნეს პროექტების განხორციელების ინიციატივა გააცნო და რაჭა-ლეჩხუმის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს პოტენციალზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ კორეული გამოცდილების გაზიარება და სოფლის მეურნეობის ტექნიკის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მეწარმეების და ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და აქტიური კომუნიკაციის გზებზე შეთანხმდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner