ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის შემდეგ, ისრაელი ღაზაში ჯარების დატოვებას არ აპირებს.
"არ ვარ დარწმუნებული [ისრაელის] ჯარის [ღაზაში] დატოვებაში. და სინამდვილეში, ეს არ არის განსაკუთრებით საჭირო, რადგან ის [ღაზა] ძალიან პატარაა", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
"ჩვენ გვჭირდება კულტურული ცვლილება ღაზის ნებისმიერ სამოქალაქო ადმინისტრაციაში. ის არ შეიძლება მხარს უჭერდეს ტერორიზმის დაფინანსებას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ვერ მიიღებს მათ, ვინც "ჰამასის" მიზნებს იზიარებს.
"უახლოეს მომავალში ისრაელის საერთო სამხედრო პასუხისმგებლობა, მაგრამ იქ ასევე უნდა იყოს სამოქალაქო მთავრობა", - დასძინა მან.