logo_geo
eng_logo
ლატვიის პრეზიდენტი: თუ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა ან აღჭურვილობა, მაშინ ის სხვაგან უნდა შევიძინოთ და გადავცეთ უკრაინას
- +

18 ნოემბერი. 2023. 01:15

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო უკრაინისათვის საბრძოლო მასალის მიწოდება მიმდინარე წლის დასაწყისში განსაზღვრულ ვადებში, დროა ევროკავშირმა საზღვარგარეთ ეძებოს უკრაინისათვის მისაწოდებელი საარტილერიო ჭურვები.

 

 

"ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ იმას, რომ თუ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა ან აღჭურვილობა, მაშინ ის სხვაგან უნდა შევიძინოთ და გადავცეთ უკრაინას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა და უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება", - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

 

 

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ახლა მთავარი ამოცანა არის არა მზარდი თავდაცვითი ხარჯები, არამედ წყაროს მოძიება რეზერვების შესავსებად და თავდაცვის ძალების გადაიარაღებისთვის.

 

 

ლატვიის პრეზიდენტი ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ევროკავშირში არსებულმა პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ზე, სადაც უკრაინის დახმარება ასევე პოლიტიკური სირთულეების წინაშე დგას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner