logo_geo
eng_logo
რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
- +

18 ნოემბერი. 2023. 10:10

პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 62-ე სესიაში მონაწილეობდა, რომელიც 15-17 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა.

 

 

სესიაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში პარლამენტების როლის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) ოფიციალურად დატოვა რუსეთის დელეგაციამ.

 

 

გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლის გაძლიერება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით“; „PABSEC -ის 30-წლიანი თანამშრომლობა, თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში“, „ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“.

 

 

პლენარულ სესიაზე 2 წლის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აირჩიეს.

 

 

პლენარულ სესიაზე ასევე გაიმართა ასამბლეის გენერალური მდივნის არჩევნები და კიდევ ერთი ვადით აღნიშნულ პოსტზე ასაფ ჰაჯიევი აირჩიეს, რომელიც ამჟამადაც იკავებს ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობას.

 

 

სესიის პარალელურად, რამაზ ნიკოლაიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. გარდა ამისა, რამაზ ნიკოლაიშვილი ასამბლეის დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა ბუჩასა და ირპინში, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner