აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ არბორში პროპალესტინელი დემონსტრანტების მიჩიგანის უნივერსიტეტში შეჭრის ფაქტზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა, დაშავდა ორი პოლიციელი.
200-მდე დემონსტრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია და შეიჭრა შენობაში, სადაც უნივერსიტეტის პრეზიდენტის, სანტა ონოს ოფისი მდებარეობს. ისინი პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ და მოუწოდებდნენ უნივერსიტეტს, „ზურგი შეაქციოს ისრაელს“.