logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: როცა ნულოვანი ბარიერი დავუშვით, პოლიტიკური აჯაფსანდალი მივიღეთ - ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე ისევ გარეთ გავარდნენ, ვინც დარჩა, ისინი ერთმანეთს დაერივნენ და ა.შ. ამიტომ, 5%-იანი ბარიერი იქნება არჩევნებისთვის
- +

18 ნოემბერი. 2023. 12:01

"დაბნეულია ხაბეიშვილი - ფული კვიპროსზეა, მანიფესტი „ვივამედშია“, ჭინკა პარტიებიც ამიტომ წუხან და ფიქრობენ, ვინმემ იქნებ ჰუმანური აქტი მიიღოს სარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, რაც არ მოხდება," - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც ვეღარ მოდის.

 

 

„რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც ვეღარ მოდის. ამიტომ ითხოვენ, ვინმემ მოწყალება გაიღოს და 5%-დან 2%-ამდე საარჩევნო ბარიერის დაწევას.

 

 

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, კარგად ვიცით, რა ორომტრიალი და მეორედ მოსვლაა, ვერ გაურკვევიათ ვინ არაფორმალური მმართველია, ვინ - ფორმალური და ა.შ. ერთადერთი, ვინც ამ პატარა რადიკალებიდან დაწყნარდა და ეს საჯარო სივრცესაც ემჩნევა, არის გიორგი ვაშაძე. ის აეკიდა „ნაცმოძრაობას“, იცის რომ პარლამენტში დეპუტატად მოხვდება და ამიტომაც, უფრო წყნარადაა. ახლა დანარჩენ პარტიებს აქვთ პრობლემა, ვერ გაუგიათ „ნაცმოძრაობაში“ ვინ დარჩება - მელია თუ ხაბეიშვილი; კეზერაშვილი იქნება არაფორმალური მმართველი თუ - ბელადი სააკაშვილი. დაბნეულია ხაბეიშვილი - ფული კვიპროსზეა, მანიფესტი „ვივამედშია“. რომელი უფრო წონადია, ვეღარ ხვდება. პატარა, ჭინკა პარტიებსაც აქედან გამომდინარე აქვთ წუხილი და იმიტომ ფიქრობენ, ვინმემ იქნებ ჰუმანური აქტი მიიღოს სარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, რაც არ მოხდება. ვნახეთ ეს უკვე, როცა ნულოვანი ბარიერი დავუშვით და პოლიტიკური აჯაფსანდალი მივიღეთ - ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე ისევ გარეთ გავარდნენ, ვინც დარჩა, ისინი ერთმანეთს დაერივნენ და ა.შ. ამიტომ, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ის 5%-იანი ბარიერი იქნება არჩევნებისთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner