logo_geo
eng_logo
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
- +

11 სექტემბერი. 2016. 00:34



საქართველოს მთავრობის ინიციატივით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება, რომლიც 2020 წელს დასრულდება.


2016 წელს რებილიტაციაზე, სახელმწიფოს მიერ მილიონ სამასი ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად საქართველოს მთავრობა აფინანასებს.


ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა.


ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით.


სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).


დღეისთვის ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილიანოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.).


ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ" ისტორიული ეგრისის (დასავლეთ საქართველო IV-VIII სს.) სამეფო დედაქალაქის - „ციხეგოჯი" ,,არქეოპოლისის" განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა.


დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა, მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner