logo_geo
eng_logo
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
- +

18 ნოემბერი. 2023. 12:04

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

 

 

საუბარი შეეხო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დინამიკაზე და პერსპექტივებზე.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას, სურენ პაპიკიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner