logo_geo
eng_logo
ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- +

18 ნოემბერი. 2023. 14:17

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა.

 

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საგანმანათლებლო სფეროში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურად განხორციელებაში.

 

 

მომხსენებელთა რანგში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები და პროფესორები იმყოფებოდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობასა და განათლების როლზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებამ ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს დეკლარაციას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner