"რომ აცხადებდნენ, ხელისუფლების დამარცხების რესურსი და პოტენციალი გვაქვსო, აღმოჩნდა, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, არამც თუ ხელისუფლების დამარცხების," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.
„ამას აჩვენებს უკლებლივ ყველა კვლევა - მიკერძოებულიცა და მიუკერძოებელიც. პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ძალიან მაღალი თამასა აქვთ დადებული თავიანთი თავისთვის, ძალიან ამბიციური გეგმები აქვთ გაცხადებული, რა საკვირველია, ახლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რეალურად, მძევლები აღმოჩნდნენ იმ ძალიან მაღლა დადებული თამასის. რომ აცხადებდნენ, ხელისუფლების დამარცხების რესურსი და პოტენციალი გვაქვსო, აღმოჩნდა, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, არამც თუ ხელისუფლების დამარცხების“, - აღნიშნა სარჯველაძემ.