ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ძალაუფლება პალესტინის ხელში უნდა გადავიდეს. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იტყობინება.
„ჰამასის“ ღაზის სექტორს ვეღარ გააკონტროლებს. ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პალესტინის ხელისუფლება შეიძლება იყოს“, - განაცხადა ბორელმა ბაჰრეინში „მანამას დიალოგის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.