logo_geo
eng_logo
კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია
- +

18 ნოემბერი. 2023. 14:21

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

 

 

მოსამართლე სარა უოლესმა არ გაითვალისწინა ექსპრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია, თითქოს ტრამპის განცხადებები სიტყვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია.

 

 

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ტრამპმა დაარღვია კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც კრძალავს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას იმ პირების მიერ, რომლებიც „კონსტიტუციის წინააღმდეგ აჯანყებაში იყვნენ ჩართულები“.

 

 

მიუხედავად ამისა, სარა უოლესმა მიიჩნია, რომ საარჩევნო ბიულეტენიდან ტრამპის კანდიდატურის ამოღება დაუშვებელია, ვინაიდან აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ფედერალური თანამდებობის დაკავების მსურველებზე, მაგრამ არა პირზე, რომელმაც პრეზიდენტიც ფიცი დადო და კვლავ პრეზიდენტად იყრის კენჭს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner