რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
31 წლის ნიკა გელენიძე ბახმუტთან იბრძოდა. ის ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიღუპა. ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.