საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომლის შესახებაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, აჭარაში, "ქართული ოცნების" კანდიდატებს ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს, რომლებსაც ბარცხანის მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდათ, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა პროვოკაცია მოუწყეს.
„დამიჯერეთ, ქართველებო! ესენი, არ გარდაქმნილან, ისევ ცოცხებსა და „დუბინკებზე" საუბრობენ. მოუსმინეთ ახალგაზრდა (ქალბატონი, დედა, შვილი, და) როგორ ამბობს:
,,ღირსი იყვნენ ცოცხების და „დუბინკებისო,,! თან ამას ამბობს პროვოკატორი, რომელიც მოსული იყო ,,ქართული ოცნების,, მაჟორიტარ დეპუტატთან... არ დაიჯეროთ მიშასი და არც მისი თანამეცხედრე სანდრასი, ისინი ერთნი არიან, ერთი ოჯახის წევრები! არანაირ სინანულს და თვითგვემას, ფაშისტთა ნარჩენები არ განიცდიან! ირაკლი კობახიძემ, პრევენციისთვის განცხადება როცა გააკეთა, აქირქილდნენ „ ნაცები" და მასთან აფილირებული არასამთავრობოები თუ ჟურნალისტები. აი ფაქტი, პროვოკაციისა! და ასეთი რამდენი იყო და იქნება! ქართველო ერო, დასაჯე ცერბერთა ხროვა და გამოუტანე განაჩენი 8 ოქტომბერს! მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს სერია? ამჟამად მთავარ როლში სანდრაა! მაგრამ ნაცტყუილებით არ გაბრუვდება საქართველო, თავხედნო",- წერს ჩრდილელი.