კასპში, ქარელსა და გორში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი იმყოფებოდა.
თეა წულუკიანი მოსწავლეებსა და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა.