logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობს - მისი ჩამოყალიბებული „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე დგას და იმ პოლიტიკის ერთგულია, რაც ერთად დავგეგმეთ
- +

18 ნოემბერი. 2023. 17:45

"კეზერაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად გამოსულია. პარტიულ იერარქიაში არავის წარმოადგენს და მილიონებს ხარჯავს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს - ეს არის ოლიგარქია თავისი კლასიკური გაგებით," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

„ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში - არც ამის სურვილი აქვს და არც ამის აუცილებლობა არ არის. მისი ჩამოყალიბებული „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე დგას და იმ პოლიტიკის ერთგულია, რაც ერთად დავგეგმეთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მორალური წითელ ხაზზე გადაბიჯება.

 

 

„სალომე ზურაბიშვილს ცუდად ახასიათებს არაობიექტურობა, უმადურობა და ამავე დროს გარკვეული სტრატეგიული გეგმის ნაწილად ჩამოყალიბება, რომელიც „რევოლუციურ კომიტეტს“ გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner