logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ
- +

18 ნოემბერი. 2023. 17:46

"სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ," - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.

 

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ამორალურია.

 

 

„ეს არის ამორალური განცხადება და როგორც ჩანს, ორი წინაპირობა აქვს. ერთი, შესაძლოა, ეს იყოს დავალება რადიკალური დღეს წესრიგიდან, რომელსაც როგორც წესი, პირნათლად ასრულებს. მეორე, პიროვნული მისი მხრიდან, რაც ასევე მძიმე შემთხვევაა, ზნეობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი ასევე ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner