პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ რადიკალები, უბრალოდ ფორმალობა იქნება და არჩევნების შედეგებს ვერ შევლის.
„რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ მახინჯი პოლიტიკური შინაარსის მქონე რაღაც დაჯგუფებებმა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული თითოეული მათგანის წარმომავლობასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით. რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ერთადერთი ეს იქნება უბრალოდ ფორმალობა და ვერ შევლის იმ შედეგს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოიხატა როგორც კვლევებში, ასევე საზოგადოებრივ განწყობებში. ეს განწყობები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე აისახება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაჯგუფებები მინიმალურ შეფასებას მიიღებენ“, - განაცხადა წილოსანმა.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.